დასახელება:
პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის პოზიციაზე
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარტივი კონსტრუქციის დეტალების დამუშავება დაბალი სიზუსტის (მე-12 - მე-14 კვალიტეტით) მიხედვით, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო პროგრამის შეყვანა პროგრამული მართვის ჩარხის პულტში, ჩარხის სამუშაო რეჟიმზე დაყენება და დეტალის მოხსნა დამუშავების შემდეგ;
** ჩარხის მუშაობის მონიტორინგი ციფრული ტაბლოსა და სასიგნალო ნათურების მიხედვით, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი;
** დამუშავებული დეტალის ხარისხის შემოწმება საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტებით და ვიზუალურად;
** ცალკეული, მარტივი და საშუალო სირთულის დეტალების დამუშავება ან გადაყვანა/გადაწყობა სამუშაო რეჟიმზე, უფროსი ოპერატორის ზედამხედველობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროფესიული/ტექნიკური განათლება მექანიკური დამუშავების, პროგრამული მართვის ჩარხების, ან მეტალურგიული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია ჩარხების მართვის სპეციალიზებული კურსის ან სერტიფიკატის ფლობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა/გუნდურობა;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების/გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი
** დისციპლინირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოების დაცვის უნარი.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|