დასახელება:
ავეჯის მემონტაჟე - ხე და ლამინატი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მემონტაჟის (ხე და ლამინატი) პოზიციაზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ
მდებარეობა: ქ. თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დამუშავებული ხისა და ლამინატის მასალის მიღება და უსაფრთხოდ გადატანა საამწყობო უბანზე;
** ავეჯის აწყობა ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის შესაბამისად, პროდუქტის დიზაინის, ფუნქციური მიზნობრიობისა და ზომების მკაცრი დაცვით;
** მონტაჟის პროცესში ხარისხის კონტროლის განხორციელება — აწყობილი ნაწარმის სტაბილურობის, სიმყარესა და შესრულების სიზუსტის შეფასება;
** აწყობის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების დათვალიერება და არსებული დეფექტების აღმოფხვრა საჭიროების შემთხვევაში;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და შესაბამისი ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** სამონტაჟო იარაღებისა და მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და გამოყენების წესების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ხის/ლამინატის დამუშავების ან მონტაჟის მიმართულებით (სასურველია).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა/გუნდურობა;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების/გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი
** დისციპლინირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოების დაცვის უნარი.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ავეჯის მემონტაჟე (ხე და ლამინატი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|