დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
Go-Playgrounds
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
აუცილებელია კანდიდატმა კარგად იცოდეს ინგლისური ენა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღალი ხარისხის გეგმარება და ვიზუალიზაციების შექმნა, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და კლიენტის საჭიროებებს
** შეთავაზებების მოსამზადებლად ნახაზებისა და თანდართული სპეციფიკაციების შექმნა
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
** მოთხოვნის შესაბამისად რეზინის/ბალახის საფარის ესკიზების შექმნა
** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, არქიტექტორის მიმართულებით;
** AutoCAD, ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა
** PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, სასურველია, ინგლისურ ენაზე. მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - არქიტექტორი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|