Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650019&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტოაუდიტი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "რესტოაუდიტი" — მზარდი აუთსორს ბუღალტრული კომპანია, ეძებს მთავარ ბუღალტერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლიენტების ბუღალტრული პროცესების მართვასა და გუნდის პროფესიულ განვითარებაში.

ჩვენთან იმუშავებთ თანამედროვე, ახალგაზრდულ და მეგობრულ გარემოში, სადაც თითოეულ თანამშრომელს რეალური წვლილი შეაქვს სისტემების გაუმჯობესებასა და შედეგებზე ორიენტირებულ მომსახურებაში.

სამუშაოს აღწერილობა:

** პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა/მომხმარებლების ინფორმირება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან;
** კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
** მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (თანამდებობის შესაბამისად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარ ან უფროს ბუღალტრის პოზიციაზე;
** აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** განათლება - ბაკალავრი;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა;
** ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა
** სისხარტე და მოქნილობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინიციატივიანობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას — განისაზღვრება კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის დონის მიხედვით (დასაწყისისთვის განიხილება 3000 ლარიდან; მაქსიმალური ზღვარი — დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე)
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სწავლის თანადაფინანსების შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** მართვის პროცესებში ჩართულობას და კარიერული ზრდის რეალურ სივრცეს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ლოკაცია: თბილისი, მთაწმინდა (არ განიხილება დისტანციური ან ჰიბრიდული რეჟიმი)

თუ ხარ ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს და ხარ ორიენტირებული პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე — გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: Contact@Restoaudit.ge. სათაურის ველში მიუთითე: "მთავარი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია