დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ვილეროი და ბოხი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
"ვილეროი და ბოხის მაღაზია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, სითი მოლი (საბურთალო)
ხელფასი: 1250 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, 10:00-22:00 პერიოდში, კვირაში 2 დღე დასვენება.
მოთხოვნები:
** სასურველია Apex პროგრამის ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.
ძირითადი მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება და მათი მოწესრიგება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: info@luxury-interior.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|