დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
ვესტ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში მერჩენდაიზერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1750 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** A, A1 ან A 2 კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მერჩენდაიზინგის პროცესის დაგეგმვა და შემუშავება;
** ყოველდღიურად ქსელურ ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
** პროდუქციის განსათავსებლად გამოყოფილ ადგილზე პროდუქციის რაოდენობის კონტროლი, ვადებისა და ფასების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის საწყობში პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის მოთხოვნის შესაბამისად;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giorgi.darcmelidze@wi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 597 787 161 გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მერჩენდაიზერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|