Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650001&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კოლხი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე (2 ვაკანსია)

მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების გამართულად უზრუნველყოფა
** ოფისის მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და ტექნიკური რესურსების მართვა
** დოკუმენტაციის ადმინისტრირება (შიდა ფოსტა, კონტრაქტები, კორესპონდენცია და სხვა)
** ზარებზე პასუხი, სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან დაკავშირება
** შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრების მართვა და საჭიროებების კოორდინაცია
** სხვადასხვა დეპარტამენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** შიდა კომუნიკაციების გამართულად უზრუნველყოფა
** მენეჯმენტისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება (მოთხოვნის შესაბამისად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო - უპირატესობა)
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოფისე ადმინისტრირებაში
** გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები
** მრავალამოცანიანი რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია