Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"Extra"-ში საწყობის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
** პროდუქციის დასაწყობება და დახარისხება კატეგორიების მიხედვით;
** შეკვეთილი პროდუქციის დროული გაცემის ორგანიზება;
** მარაგების მუდმივი აღრიცხვა და ბალანსის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება (პერიოდულად);
** საწყობის აღწერების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის კონტროლი და არქივირება;
** შემოსული შესყიდვების დროული შეგროვება და შესაბამის სტრუქტურებთან გადაცემა;
** საწყობში არსებული პროცესების ოპტიმიზაცია და მუდმივი გაუმჯობესება;
** კომპანიაში მიღებული შიდა სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
** ექსელის და სასაწყობე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი პირობები:

** ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass, სურვილის შემთხვევაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე