დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ას ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
კომპანია "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
** ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
** პოტენციური პარტნიორების მოზიდვა, საქმიანი ურთიერთობის წარმოება, სისტემაში ჩართვა და განვითარება;
** გარიგების რისკების შეფასება პარტნიორების მოთხოვნების შესაბამისად;
** ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
** შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
** პროექტის განვითარებაში ჩართულ ჯგუფებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: ფინანსები/ეკონომიკა/ ბიზნეს ადმინისტრირება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი;
** ლიდერული უნარები;
** კომპლექსური დავალებების მართვა;
** საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|