Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649942&print=yes&view=jobs
 
საიტ ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტ ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "Baumer" - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** დადგენილი სამუშაოების აღსრულების გეგმა-გრაფიკის კოორდინაცია და შესაბამისობის მონიტორინგი;
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და პროექტ მენეჯერისთვის რეპორტინგი;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ობიექტზე არსებული მასალის აღწერა;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება, სამშენებლო მოედანზე აქტუალური ბოლო რევიზიის დოკუმენტაციის კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება პროექტ მენეჯერისთვის;
** დამკვეთთან და საზედამხედველო სამსახურებთან ურთიერთობა;
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ანგარიშგება პროექტ მენეჯერთან;

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel -ის ცოდნა;
** MS project -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია