Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649939&print=yes&view=jobs
 
სამზარეულოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს თანამშრომელი
მომწოდებელი: სინაბონი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

ერთ-ერთი გავლენიანი პროფესიონალური გამოცემის თანახმად "Cinnanbon"-მა ადგილი დაიმკვიდრა სიაში: "50 მთავარი ცხოვრებისეული სიამოვნება".

თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების მომზადება კომპანიაში განსაზღვრული შიდა სტანდარტის მიხედვით;
** ინგრედიენტების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
** ინვენტარის უსაფრთხო გამოყენება, მოვლა და შენახვა;
** პროდუქციის დროული დამზადება და პროდუქციის მონიტორინგი ვადების მიხედვით;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნა: ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობა;

გრაფიკი:

** 3 დღე: 09:00-15:00
** 2 დღე: 09:00-21:00
** 2 დღე: დასვენება

შესაძლებელია გრაფიკის გადაწყობა

ანაზღაურება: გამოცდილებისა და შეთანხმების მიხედვით

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: cinnabongeorgia@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "სამზარეულოს თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია