Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი.

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე მეურნეობის მართვა, მატერიალური ფასეულობების მიღება/ინსპექტირება, გაცემა და აღრიცხვა;
** საწყობში არსებული ინვენტარისა თუ ბეჭდვითი მასალის აღრიცხვა, სასაქონლო მატერიალური მარაგების უწყვეტი აღრიცხვის მეთოდით;
** პროდუქციის მოძრაობის პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
** www.rs.ge-ზე შემოსული ზედნადებების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმი, ნ. გოგოლის შესახვევი N2.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საწყობის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე