Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649926&print=yes&view=jobs
 
ექთნის დამხმარე გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის დამხმარე გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი).

სავალდებულოა:

** საშუალო სპეციალიზებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან)
** გამოცდილება არ არის აუცილებელი საქმეს შევასწავლით ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების - დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ER-ის ექთნის დამხმარე).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია