Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649923&print=yes&view=jobs
 
ტრენინგი მომხმარებელთა და კონკურენციის სამართალში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი მომხმარებელთა და კონკურენციის სამართალში
მომწოდებელი: Tbilisi Consulting Group
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"TCG" აცხადებს მიღებას ტრენინგზე მომხმარებელთა და კონკურენციის სამართალში.

"Tbilisi Consulting Group" (TCG) აცხადებს მსურველთა მიღებას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენციის სამართალში. ტრენინგების აღწერილობა და რეგისტრაციის ბმული მოცემულია ქვემოთ. ტრენინგის თემატიკა და დატვირთვა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. თითოეული კურსის ხანგრძლივობა ხუთი დღეა (10 საათი). ტრენინგები დაიწყება 19:00 საათზე და დასრულდება 21:00 საათზე. თუმცა ტრენინგის ზუსტი დრო დამატებით შეიძლება შეთანხმდეს ტრენინგზე რეგისტრირებულ მონაწილეებთან. ტრენინგები ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

ვისზეა ტრენინგების თემატიკა გათვლილი:

** სტუდენტები (სამართლის ან ბიზნესის მიმართულებით)
** სტარტაპებისა და კომპანიების მფლობელები/მენეჯერები
** პრაქტიკოსი იურისტები
** ფინანსისტები და ბუღალტრები
** მარკეტოლოგები
** საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პროფესიონალები

ტრენინგების ფორმატი:

** ლექციები და დისკუსიები
** რეალური საქმეების ანალიზი
** სავარჯიშოები და პრაქტიკული დავალებები
** სანიმუშო განცხადებების მომზადება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსათვის
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება
** მონაწილეებისთვის წინასწარ მომზადებული სასწავლო მასალების მიწოდება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ტრენინგი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ტრენინგი შედგება ორი ნაწილისგან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ როგორი დატვირთვით სურთ ტრენინგის გავლა - ზოგადი კურსი თუ ექსპერტის კურსი.

მომხმარებლის უფლებების დაცვა - ზოგადი კურსი

ტრენინგის ძირითადი თემები:

** მომხმარებლის, მოვაჭრისა და სხვა საკვანძო ტერმინების განმარტება
** მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება და პრინციპები
** მოვაჭრის მიერ შედგენილი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და უსამართლო პირობების აკრძალვა
** უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა - მაგალითები და პრაქტიკა
** მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები
** მოვაჭრის/ბიზნესის ვალდებულებები კონკურენციის სააგენტოსთან ურთიერთობისას
სანქციები, ჯარიმები და სამართლებრივი პასუხისმგებლობა
** დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები
** პრაქტიკული მაგალითები და განსახილველი ქეისები ქართველი მომხმარებლის რეალური გამოცდილებიდან

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 200 ლარია.

მომხმარებლის უფლებების დაცვა - ექსპერტის კურსი

ტრენინგის ძირითადი თემები:

** მომხმარებელი საზოგადოების ფორმირება და მახასიათებლები
** მომხმარებელთა უფლებების დაცვის საჭიროება
** ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაცია და ინტეგრაციის ვალდებულებები
** საკვანძო ტერმინების განმარტება: "მომხმარებელი", "მოვაჭრე", "დისტანციური ხელშეკრულება", "სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულება" და სხვ.
** მომხმარებლის ბუნება - "საშუალო მომხმარებლის სტანდარტი" და მისი სამართლებრივი მნიშვნელობა
** არჩევანის არქიტექტურა და ზეგავლენა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე
** მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება
** უნაკლო შესრულების ვალდებულება და ორწლიანი საკანონმდებლო გარანტია
** დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები; ხელშეკრულებიდან გასვლის წესი და გამონაკლისები
** ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების აკრძალვა
** უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა: შეცდომაში შემყვანი და აგრესიული კომუნიკაცია
** ინსტიტუციური გარანტიები - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს კომპეტენცია
** ბიზნესის ვალდებულებები, ჯარიმები და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები
** სტატისტიკა, პრაქტიკა და ტენდენციები — კანონმდებლობის ამოქმედებიდან დღემდე
** კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები
** ევროპული სასამართლო პრაქტიკა და მისი გავლენა ქართულ სამართლებრივ გარემოზე

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 400 ლარია.

კონკურენციის სამართლის ტრენინგი

კონკურენციის სამართლის ტრენინგი შედგება ორი ნაწილისგან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ როგორი დატვირთვით სურთ ტრენინგის გავლა - ზოგადი კურსი თუ ექსპერტის კურსი.

კონკურენციის სამართალი - ზოგადი კურსი

ტრენინგის ძირითადი თემები:

** კონკურენციის სამართლის მიზანი და ფუნქცია ეკონომიკაში
** კონკურენციის სააგენტოს როლი და მანდატი საქართველოში
** ანტიკონკურენტული შეთანხმებები და კარტელები
** ჰორიზონტალური და ვერტიკალური ურთიერთობები
** დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
** ეკონომიკური კონცენტრაცია და შერწყმების კონტროლი
** სახელმწიფო დახმარებები
** მომხმარებელზე კონკურენციის დარღვევის პირდაპირი გავლენა
** სანქციები და სამართლებრივი შედეგები
** ძირითადი მაგალითები ქართულ და საერთაშორისო პრაქტიკაში

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 200 ლარია.

კონკურენციის სამართალი - ექსპერტის კურსი

ტრენინგის ძირითადი თემები:

** კონკურენციის სამართლის ეკონომიკური საფუძვლები და ანალიტიკური ინსტრუმენტები
** ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაცია და საქართველოს ვალდებულებები
** საქართველოს არათანმიმდევრული კონკურენციის პოლიტიკა
** ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეთანხმებები
** კარტელების გამოვლენა და მათზე რეაგირების მექანიზმები
** დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრა და დომინანტობის ბოროტად გამოყენება
** კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აკრძალვა და გამონაკლისები
** შერწყმებისა და კონცენტრაციების კონტროლი — კანონით განსაზღვრული ზღვრები და პროცედურები
** სახელმწიფო დახმარების რეგულირება
** კონკურენციის სამართლის აღსრულება ციფრულ ბაზრებზე - ევროკავშირის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები
** საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების ანალიზი
** ევროკავშირის სასამართლოს საქმეები და მათი გავლენა ქართულ პრაქტიკაზე
** ევროკავშირის შეფასებები საქართველოს კონკურენციის პოლიტიკაზე

დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ ბმულზე.
ტრენინგზე რეგისტრაციის ღირებულება 400 ლარია.

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენციის სამართლის კურსის ტრენერია - ზურაბ გველესიანი, რომელიც 2017 წლიდან არის ჩინეთი-ევროკავშირის სამართლის სკოლის (ჰამბურგის უნივერსიტეტი) ასისტენტ პროფესორი. იგი არის მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში და ასევე უკავია ასოცირებული პროფესორის პოზიცია ალტე უნივერსიტეტში. ზურაბს აქვს კერძო და არასამთავრობო სექტორებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი (Summa Cum Laude) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისგან (CEU) (2018) და LL.M ხარისხები სტოკჰოლმის უნივერსიტეტისგან (2009) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან (თსუ) (2010).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ: tbilisiconsulting@gmail.com; 577114522
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია