Робота для біженців з України
პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: DG Group
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "დჯ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული, კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მგზავრის ან სტუმრის აეროპორტში გაცილება ან/და აეროპორტში დახვედრა;
** დაქვემდებარებული ავტომობილების სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** დაქვემდებარებული ავტომობილების ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი და ხარვეზების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში ავტოპარკის მენეჯერისა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორი რეაგირება - უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, სადაზღვევო კომპანიაში დარეკვა;
** დაქვემდებარებული ავტომობილებისთვის გაწეული ხარჯების აღრიცხვა და დოკუმენტაციის შენახვა;
** საგზაო წესების დაცვით გადაადგილება;
** საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილით ფილიალებს შორის მოძრაობა;
** შიდა შესყიდვების წარმოება გადაცემული სიის მიხედვით;
** სამუშაო აღწერილობისა და დებულების ფარგლებში, მიღებული სხვა დავალებების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dgholding.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე