Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649893&print=yes&view=jobs
 
სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი
მომწოდებელი: საადვოკატო ბიურო
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სისხლის სამართლის (ან საერთო) სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი) და რუსული ენა მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი);

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** გრაფიკი: თავისუფალი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (საქმის წარმოებიდან გამომდონარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი (მეტრო დელისთან);

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.iuristi@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.iuristi@gmail.com მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.iuristi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია