Робота для біженців з України
ადმინისტრაციული კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული კოორდინატორი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 19;

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ამერიკიდან წამოსული კონტეინერის მონიტორინგი და სპეციალურ პორტალზე ასახვა;
** აუქციონზე მოგებული მანქანების საბუთების მიღება;
** მინდობილობების და მანქანის საბუთების მოწესრიგება/მომხმარებლებზე გაცემა/ სპეციალურ პორტალზე ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@carspace.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე