Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649881&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
ვილბურ ჰოლდინგი არის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სხვადასხვა დარგში.
ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept, Messyweekend), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ვილბულ ჰოლდინგი აცხადებს გაყიდვების ხელმძღვანელის ვაკანსიას.

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, გაყიდვების დეპარტამენტის თვალსაზრისით, მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა
** გაყიდვების სტიმულირება და პროცესების მონტიორინგი სხვადასხვა ციფრული არხის მიმართულებით
** თანამშრომელთა შეფასება/მხარდაჭერა, გუნდის კოორდინაცია
** საბონუსე სისტემის მართვა, სათანადო რეპორტებისა და ინფორმაციის აღრიცხვა/გაზიარება
** გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი
** ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება
** მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, საჩივრების/პრეტენზიების მართვა და მათი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, კორპორატიული კომუნიკაციები)
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება რელევანტურ ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება)
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** შემოქმედებითი ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისითვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია