Робота для біженців з України
საქვაბის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქვაბის ოპერატორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას საქვაბის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმო პროცესის დაწყებამდე საქვაბის მილების დაგროვილი წყლისგან დაცლა;
** ქვაბის წყლით ავსება და საქვაბის ჩართვა;
** მუშაობის პროცესში ქვაბის კონტროლი;
** ქვაბის მუშაობისთვის საჭირო რესურსების (ბუნებრივი აირი, წყალი) შეწყვეტის შემთხვევაში, ალტერნატიულ საშუალებებზე გადაყვანა (დიზელი, წყლის ავზი);
** საწარმო პროცესების დასრულების შემდეგ უბნების დათვალიერება;
** პერიოდულად ქვაბის დაშლა/შემოწმება/ფილტრის გაწმენდა;
** სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში, ადგილზე მისვლა, პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** დიზელის მარაგის კონტროლი და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება მარაგების ამოწურვის შესახებ;
** დანახარჯების აღრიცხვა;
** წყლის ავზების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 1 წლიანი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი 09:00-09:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი ალექსანდრე მრევლიშვილის N2
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
** კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე