დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Wilbour Holding
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
ვილბურ ჰოლდინგი არის ჯგუფი, რომელიც რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სხვადასხვა დარგში.
ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept, Messyweekend), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ვილბულ ჰოლდინგი აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/მართვა, გაყიდვების გუნდთან კოორდინაციით
** ბრენდების ღირებულებების, ბაზარზე პოზიციონირების და სოც. მედია პლატფორმებზე ოპტიმალურად წარდგენის განსაზღვრა
** ბრენდების გრაფიკული და საკომუნიკაციო მასალების მართვა/მონიტორინგი, სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი
** საკომუნიკაციო და სოც. მედია კალენდრის მართვა; კონტენტის შექმნაში მონაწილეობა
** მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა, ხარჯების ეფექტური განაწილება
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა ედვერთაიზერთან კოორდინაციით
** ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, მარკეტინგული კომპეტენციების ჭრილში; კონკურენტების ანალიზი და სათანადო მონაცემთა დამუშავება
** ახალი პროდუქტის შემუშავებაში მონაწილეობა (ბრენდინგისა და ბაზარზე პოზიციონირების მართვა)
** კომერციულ და ბიზნეს-მოლაპარაკებებში ჩართულობა, მარკეტინგული გადაწყვეტილებების/რისკებისა თუ პროგნოზების თვალსაზრისით
** კომპანიის წარდგენა და სამუშაო პროცესების მართვა, კომპანიის მიერ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ წარდგენებში მონაწილეობისას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, კორპორატიული კომუნიკაციები)
** ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება რელევანტურ ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება)
** სოციალური მედიის პლატფორმების და ციფრული კამპანიების მართვის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** შემოქმედებითი ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|