დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯეპი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი დამკვეთის მოძიება და პროდუქტის შეთავაზება;
** ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია, სიახლეების გაცნობა;
** როგორც არსებულ, ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
** კორპორატიული დამკვეთების ბაზის შექმნა და განვითარება;
** დებიტორების მართვა;
** ანგარიშგებების და რეპორტების მომზადება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ ტრენინგებს;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
** კვების თანადაფინანსებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში,
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾ + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!
"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
|
|
|
|