Робота для біженців з України
სტაჟირება ლოჯისტიკის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ლოჯისტიკის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; სამგზავრო-სატვირთო ლიფტების მონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

სამშენებლო კომპანია " ადლი" -ს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში სტაჟირებაზე ვიწვევთ: აქტიურ, მოლაპარაკებების ეფექტური უნარის მქონე სტუდენტს/კურსდამთავრებულს.

ჩვენთან სტაჟირებით გპირდებით:

** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სურვილს, გასწავლოთ და უმოკლეს ვადაში გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი;
** ანაზღაურებად სტაჟირებას მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმების რეალურ შანსს;
** უნივერსიტეტის გრაფიკთან მაქსიმალურ ხელშეწყობას, თუმცა ისე, რომ არ უშლიდეს ხელს ჩვენთან სწავლის პროცესს.

ჩვენთან სტაჟირებისას, ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები/სწავლება:

** სამშენებლო ობიექტებიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება და შესყიდვების პროცესის მართვა;
** ადგილობრივ ბაზარზე, შესყიდვების სწორი დაგეგმვა, ორგანიზება და შემსრულებელ კომპანიებთან კოორდინაცია;
** პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების წარმოება;
** კონკურენტული ბაზრის შესწავლა და ანალიზი, ფასებისა და პირობების მუდმივი მონიტორინგი;
** სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და პროცესების კოორდინირება;
** გადაზიდვების ეფექტური და შეუფერხებელი ორგანიზება, ტრანსპორტირების სრული ციკლის დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების ეფექტურად მოგვარების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო ოპერაციების უწყვეტი, ოპტიმალური და კოორდინირებული წარმართვა;
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** შიდა პროგრამაში მუშაობა, ინვოისების გამოწერა/ატვირთვა, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამის დეპარტამენტებთან და შესრულებული დავალებების ელ.ვერსიების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა;
** სატრანსპორტო მომსახურების პოტენციური მომწოდებლების კვლევა, მათი მომსახურების ღირებულებების ანალიზი და მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება;
** ობიექტებზე არსებული ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;

თქვენგან გვექნება მოლოდინი:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ქართულისა და ერთ-ერთი უცხო ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ინტერესი სამშენებლო სექტორისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მიმართ;
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით;
** სწრაფად სწავლის უნარი და მზაობა აითვისოთ შესყიდვების, ლოჯისტიკისა და დოკუმენტბრუნვის პროცესი;
** გუნდში მუშაობის უნარი და პრობლემების რეალურად, რაციონალურად და პრაქტიკულად გადაჭრის შესაძლებლობა;
** სურვილი და მოტივაცია, რომ სტაჟირების პერიოდში განვითარებასა და რეალურ შედეგზე იყოთ ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სტაჟიორი - შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 12 აგვისტო, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე