დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
სამუშაო ადგილი : თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;
ქოლ-ცენტრის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
** კლიენტებისთვის გადახდის თარიღების და თანხების დაზუსტება;
** საჭიროების შემთხვევაში გადახდის გრაფიკის განმარტება ან შეთანხმების მოძიება გადახდის;
** კომპანიის შიდა განვადების პოლიტიკის დაცვა და კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ანგარიშგება ზარებისა და მიღებული შედეგების შესახებ პასუხისმგებელ პირს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი").
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|