Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649818&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ელისი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით.

ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება კონსულტანტები, როგორც გოგონები ასევე ბიჭები.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მუხიანი გობრონიძის ქN15ა; ასევე ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის N39.
** ანაზღაურება: კვირაში 6 დღე: მინიმალური 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები)
** ნახევარი განაკვეთი შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;

მოთხოვნები:

** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინის მქონე.

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით, აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: 599580875
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია