დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
თაფლი და ღვინო
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
თანამედროვე დიზაინის, ძირითადად ტურისტებზე ორიენტირებული ქართული წარმოების სასურსათო პროდუქტების მაღაზიას - "თაფლი და ღვინო", რომელიც რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული, ესაჭიროება მოლარე-კონსულტანტი.
მოთხოვნები:
** ენერგიული, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება სასურველია.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.
სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება:
** სამუშაო საათები: დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დღეგამოშვებით, ამასთანავე, შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით მოქნილი სამუშაო გრაფიკის შედგენა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 50 ლარი დღიურად, + დღის მანძილზე ნავაჭრი თანხის 1% ან დღიური ანაზღაურება: 60 ლარი.
სამუშაო გულისხმობს წინასწარ მოსამზადებელ და სასწავლო პერიოდს. აღნიშნული სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე tapligvino@gmail.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 38 88 32
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|