Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649741&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Kitchen and Living by Gastronome
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome" და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი "Brunch By Gastronome", რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

"Kitchen and Living by Gastronome"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/
Facebook: https://www.facebook.com/kitchenliving.gastronome
Instagram: https://www.instagram.com/kitchenliving.gastronome

ფილიალის ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ. #22
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (3 თვის შემდეგ საბონუსე სქემაში ჩართვა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი);
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ (კომპანიის დაფინანსებით).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით პროდუქციის რეალიზაცია
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა

მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული ყურადღების უნარი;
** ორგანიზებული.

თუ მზად ხარ, რომ გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი და მაღაზია დაუვიწყარ გამოცდილებად აქციო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე: vacancy@kitchenandliving.ge ელფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია