Робота для біженців з України
უმცროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: SKA
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"სკა" არის პირველი ჯანსაღი კვების ქსელი საქართველოში, რომლის მიზანია დანერგოს და წაახალისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი.

"სკა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.

მთავარი პასუხისმგებლობები:

** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ბანკის ამონაწერების გატარება ფინაში;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციების შედეგების პროგრამაში ასახვა;
** რეალიზაციის დოკუმენტის სისწორის მონიტორინგი ყოველკვირეულად;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ფაილების მომზადება;
** შვებულებისა და ბიულეტენების მონიტორინგი;
** ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება;
** ყოველთვიური ხარჯების ანალიზის ფაილების წარმოება;
** ყოველთვიური და ყოველკვირეული კადრის გადინების ფაილის წარმოება HR გუნდთან კოორდინაციით;
** ყოველთვიური მარაგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა; Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის დონე B2.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირება;
** გამართული კომუნიკაცია (როგორც ვერბალური, ისე, წერილობითი);
** გუნდური მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** "სკას" პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zgmQhbYc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე