Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649718&print=yes&view=jobs
 
მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ვიკონ გრუპი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"ვიკონ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის (პროექტის მენეჯერი) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია ან მსგავსი დარგი);
** 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, AutoCad).

** საქართველოს რეგიონებში მივლინებები;
** ავტომობილის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესების სისტემატური კოორდინირება და მონიტორინგი;
** სამშენებლო პროცესების ინჟინრული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;
** პროექტის რესურსების დაგეგმვა, შესყიდვების მართვა და ეფექტური განაწილება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, გუნდის მართვა და მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და მულტიფუნქციური გუნდის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია