Робота для біженців з України
შესაბამისობის სამსახურის უფროსი კომპლაენს ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესაბამისობის სამსახურის უფროსი კომპლაენს ოფიცერი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს გარე ვაკანსიას შესაბამისობის სამსახურის უფროსი კომპლაენს ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულს);
** მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება იურიდიულ, ეკონომიკურ, ფინანსურ ან აუდიტორულ სფეროებში;
** ანალიტიკური უნარები;
** სამსახურის უფროსის დავალების სწორად გააზრების და დედლაინში მისი შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენები: რუსული - კარგად; ინგლისური - საშუალოდ;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office;

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესაბამისობის სამსახურის უფროსის მიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 16.07.2020წ. №39);
** შესაბამისობის პროგრამის დანერგვის მონიტორინგში მონაწილეობა;
** გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება შესაბამისობის სამსახურის უფროსის დავალებების შესრულების ჭრილში.
** შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევების მონიტორინგი და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის წარდგენა.
** სს "თელასსა" და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მოძიება სამსახურის უფროსის დავალებით.
** სს "თელასის" ლნა/შნდ (ლოკალურ-ნორმატიული აქტების/შიდა ნორმატიული დოკუმენტების)შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციების გაწევა.
** შესაბამისობის პროგრამის დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების შესწავლა სამსახურის უფროსის დავალებით და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
** შესაბამისობის-კონტროლის სისტემის, როგორც საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის აღქმის ფორმირებაში მონაწილეობა, სასწავლო ღონისძიებების ჩატარების გზით.
** შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში პროექტებში, შემოწმებებში და მოკვლევებში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია რეკომენდაციების რეალიზაციასთან და კორპორაციული სტანდარტების დაცვასთან.
** სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება შესაბამისობის სამსახურზე დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე