დასახელება:
მძღოლი-დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი (მიმართულების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტო განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად.
** კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემა ზედნადების საფუძველზე (დაბრუნებაც ამავე ფორმით)
** მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.
კანდიდატის პროფილი:
** აუცილებელია B (მექანიკა) კატეგორიის მართვის მოწმობა
** 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ან დაგვიკავშირდით: +995 597 21 25 20
|
|
|
|