დასახელება:
ავტომექანიკოსი - ადგილზე შესწავლით
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
"G&A Group" — საქართველოს წამყვანი კომპანია ნახევრად მზა საკვები პროდუქტების წარმოებაში — აცხადებს ვაკანსიას ავტომექანიკოსის პოზიციაზე ადგილზე შესწავლით.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და დაუზარელ თანამშრომელს კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
ავტომექანიკოსად მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო. თუ ხარ მოტივირებული და გსურს, შეისწავლო ავტომობილების შეკეთება, დაგვიკავშირდით: 599 44 59 99
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება
** მცირე მექანიკური და ელექტრო სისტემების შეკეთება
** გეგმური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
** ავტონაწილების საჭიროებების დაფიქსირება და ტექნიკური ჯგუფის ინფორმირება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი
** სიზუსტე, პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი
კომპანია სთავაზობს:
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** გამოცდილების შესაბამისად ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|