დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი/მესაწყობე
|
მომწოდებელი:
მისს
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 12 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია "მისს" ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მძღოლ-დისტრიბუტორს/მესაწყობეს. თუ გაქვს მართვის გამოცდილება და გსურს სტაბილური დასაქმება მზარდ კომპანიაში - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
სამუშაო საათები 09:30 - 17:00; ორშაბათი-შაბათი, კვირას დასვენება.
მისამართი: ქ. თბილისი აეროპორტის გზატკეცილი, ევროპის ჩიხი 10
ანაზღაურება: მოჭრილი 1200 ლ + ბონუსი
1. მძღოლ-დისტრიბუტორი
მთავარი მოვალეობები:
** პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
** მანქანის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და მოვლა;
** დისტრიბუციის მარშრუტის ეფექტურად მართვა;
** საგზაო წესების დაცვა და კომპანიის იმიჯის პატივისცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება (სასურველია - დისტრიბუციაში);
** თბილისის და მიმდებარე რეგიონების კარგად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების ანაზღაურება.
2. მესაწყობე
მთავარი მოვალეობები:
** სასაწყობე პროდუქციის მიღება-გაშვება;
** სასაწყობე პროდუქციის დასაწყობება;
** სისუფთავის შენარჩუნება:
** პროდუქციის გეგმური დათვლა და კონტროლი;
** ვადების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთების გამზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
ანაზღაურება: მოჭრილი 1300 ლ
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574 99 99 44;
Email: Kristina@missgeo.net
|
|
|
|