Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: FINA
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
კომპანია "FINA" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის ჯგუფში ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "FINA" ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანია "FINA" 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია "FINA" ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: https://fina.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში
** სისტემის მომხმარებლებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
** შესაბამის ოპერატორთან ზარის გადამისამართება
** სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით

დამატებითი მოთხოვნები:

** ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა საბაზისო დონეზე
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი
** მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება
** გამართულად მეტყველების უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე