დასახელება:
არქიტექტორების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ არქიტექტორების ჯგუფის უფროსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** არქიტექტურული ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
** გჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
** არქიტექტურული პროექტების შედგენა;
** სამშენებლო ნახაზების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ArchiCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია REVIT - ცოდნა.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|