დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
112
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამმართველოს ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრის (განყოფილება) მძღოლის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ორგანიზაციის შესახებ:
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:
** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
სამუშაო პირობები:
** დისლოკაციის ადგილი: ქ. თბილისი
** გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
** თანამდებობრივი სარგო: 2300 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** გამოძახებაზე დროულად გასვლა;
** ევაკუატორის საშუალებით ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე უსაფრთხოდ გადაყვანა;
** გამოძახებაზე საქმის შედგენა და დასრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა, მინიმუმ "B" და "C" კატეგორია (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლი).
უნარები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე - hr@112.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 21/07/2025
|
|
|
|