დასახელება:
HR ადმინისტრირების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აი სი არ ტრეიდი
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში.
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** HR ოპერაციებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა მონაცემების მართვა, ადგილობრივ შრომის კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის ასახვა excel-ის ბაზებსა და კომპანიაში არსებული პროგრამის HR მოდულში;
** მჭიდრო თანამშრომლობა HR გუნდის წევრებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
** საქმიანობის ფარგლებში ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და რისკების მინიმიზაციის მიზნით სამართლებრივ საკითხებზე ექსპერტული რჩევის მიწოდება მენეჯმენტისათვის.
** კომპეტენციის ფარგლებში რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge.
გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "HR ადმინისტრირების მენეჯერი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.
|
|
|
|