დასახელება:
სტუდენტური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 12 ივლისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური მენეჯერის პოზიციაზე მედიცინის სკოლაში (ფაკულტეტზე)
ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ბოცვაძის ქუჩა (ქებული კლიმატის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00-15:30 სთ ან ორშაბათი-შაბათი 15:30-22:00;
** ანაზღაურება: 700 ₾ (ხელზე ასაღები).
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახორციელებს ლექციის დაწყებისა და დასრულების მონიტორინგს;
** ახორციელებს სკოლის აკადემიური/მოწვეული/სამეცნიერო პერსონალის კონსულტირებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სამუშაოდ;
** დახმარებას უწევს აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ლექციის დაწყებისა და დასრულების დროის ასახვაში;
** ახორციელებს სკოლის აკადემიური/მოწვეული/სამეცნიერო პერსონალის კონსულტირებას ელექტრონული სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით;
** დეკანის დავალებით ასრულებს მეთვალყურის ფუნქციას საგამოცდო ცენტრში;
** ლექციის/სემინარის/პრაქტიკულის დაწყების წინ ამოწმებს აუდიტორიებში ტექნიკურ აღჭურვილობის გამართულ ფუნქციონირებას და საჭირო სასწავლო რესურსების არსებობას;
** მეთვალყურეობს სტუდენტურ ნაკადს;
** ახორციელებს ყოველთვიურად აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული საკონტაქტო საათების შედარებას გეგმურთან, ახდენს ანგარიშგებას სკოლის დეკანის წინაშე;
** ასრულებს სკოლის დეკანის ცალკეულ დავალებებს.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 27 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის სტუდენტური მენეჯერი თქვენთვის სასურველი გრაფიკ (ებ)ით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|