Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649644&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 12 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოება/შეხვედრების ორგანიზება;
** დეველოპერულ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება;
** სამუშაო ბაზის მართვა;
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება.

ასევე დაგჭირდებათ:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
** საქმის საფუძვლიანად შესწავლა;
** სხვადასხვა ტრენინგები;
** სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სამოტივაციო ტურები;
** წამახალისებელი შეჯიბრებები;
** გასართობი სივრცე;
** საუკეთესო თანამშრომლებისთვის მოგზაურობის სრული დაფინანსება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში;
** კარიერული წინსვლა.

რაც მთავარია, ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და მეგობრული გარემო

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელმისამართზე: estategroup2019@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი"

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია