დასახელება:
ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსს - ბათუმში
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
** მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;
** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
** ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
** საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;
** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IbEk6hid
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|