Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649618&print=yes&view=jobs
 
რუსულენოვანი თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი თარჯიმანი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

ვეძებთ რუსულენოვან თარჯიმანს მუდმივი თანამშრომლობისთვის. თუ ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს და გსურთ სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, უნარების დახვეწა და კომპეტენციის ამაღლება, გახდი Biomarket- ის გუნდის წევრი!

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00)
** ანაზღაურება: 1000 Net
** მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო

სავალდებულო მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (სალაპარაკო, ვერბალური უნარები).
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ზეპირი თარგმანი ქართულიდან რუსულ ენაზე და პირიქით;
** ონლაინ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** fitpass.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (რუსულენოვანი თარჯიმანი). წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია