Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649581&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი ან ქუთაისი
ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი ან ნიკეას ქ. N22 იხ. მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის /პროცესის/ ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში შესაბამისი რისკების ანალიზის გაკეთება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
** არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასებების გაკეთება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება;
** საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების ხელშეწყობა, მათ შორის სემინარების/ტრენიგების ჩატარება;
** აუთსორსული მომსახურების რისკების ანალიზი და შეფასება და მართვა;
** KRI- პროცესის მართვა;
** რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის (RED) აღრიცხვა და წარმოება;
** საოპერაციო რისკების ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება და რეპორტის მომზადება;
** შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ბიზნესს პროცესების შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა;
** პროგრამული უფლებების მატრიცის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** BCP-ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა მხარდაჭერა საოპერაციო რისკების საკითხების კუთხით და შესაბამისი კონსულტირება;
** უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოპერაციო რისკების მართვის, კონტროლინგის ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კანონებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სავალდებულოა ინგლისურად დოკუმენტაციის წერისა და შემუშავების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excell, MVisio);

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია