Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649577&print=yes&view=jobs
 
ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

IV კურსის სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში განვითარებით, კარფური აცხადებს ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამაზე მესამე ნაკადის მიღებას.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ კურსდამთავრებულებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს, გავლიან გადამზადების კურსს და დასაქმდებიან მენეჯერულ პოზიციებზე.

პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას - დაწყებული სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის დეპარტამენტიდან და ელ. კომერციიდან, ხარისხის უზრუნველყოფით და მომხმარებელთა მომსახურებით.

პროგრამის მენტორი და ტრენერები უზრუნველყოფენ მონაწილეების ტექნიკური თუ მენეჯერული უნარების განვითარებას, რათა მოამზადონ ისინი ძირითადი მენეჯერული პოზიციების დასაკავებლად.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

** შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას;
** გადამზადებასთან ერთად ჩაერთვებიან მაღაზიის საოპერაციო პროცესში;
** პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან მაღაზიებში მენეჯერულ პოზიციებზე. (მაღაზიის მენეჯერი; დეპარტამენტის მენეჯერი, სექციის მენეჯერი).

პროგრამის დაწყების თარიღი: 2025 წლის ოქტომბერი
პროგრამის ხანგრძლივობა: 18 თვე
ანაზღაურება პროგრამის დაწყებისთანავე: 1800-2400 ლარი

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან და დაეუფლებიან:

** საცალო გაყიდვების პრინციპებს
** ფინანსების მართვას
** ოპერაციების მართვას
** გუნდის მართვას
** მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპებს

რატომ კარფური?

** საერთაშორისო კომპანია
** თანამედროვე საცალო გაყიდვების მიდგომები და გამოცდილება
** სტაბილურობა
** განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა
** გუნდური და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო

თუ მზად ხართ დაიწყოთ თქვენი სწავლის და განვითარების მოგზაურობა რითეილ ბიზნესში, გააკეთეთ განაცხადი მოცემულ ბმულზე: https://career2.successfactors.eu/sfcareer/jobreqcareerpvt?jobId=18820&company=mafventure&st=7EBA9F1C3CC47420BCBE37A6761CDFCB58C9D71F

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია