დასახელება:
ვიდეოკონტენტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მედიააკადემია
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 2018 წლიდან, სამი ძირითადი მიმართულებით აქტიურად მუშაობს კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "მედიააკადემია". მედიააკადემიის მიმართულებებია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი.
მედიასკოლა მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსებითა და სემინარებით ხელს უწყობს მოქმედი ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებას, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს კი პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს; მედიალაბი ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე; მედიაკრიტიკა წარმოადგენს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს საინფორმაციო მასალებს მსოფლიო მედიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების და ტენდენციების, სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელობის შესახებ; ასევე მედიის რეგულირების და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების საკითხებზე.
ა (ა)იპ მედიააკადემია აცხადებს კონკურსს ვიდეოკონტენტის მენეჯერის პოზიციაზე რომელიც იქნება პასუხისმგებელი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკონტენტის (Reels - Facebook/Instagram, TikTok, YouTube Shorts) შექმნაზე სოციალური მედიისთვის.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (შესაძლებელიია ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობის განხილვაც იმ შემთხვევაში თუ, კანდიდატს ექნება შესაძლებლობა მოერგოს მედიააკადემიის სამუშაო სპეფიციკას და დროს)
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზირი, თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ციფრული მარკეტინგის მენეჯერს
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და სამუშაო განაკვეთის მიხედვით
ფუნქციები და მოვალეობები:
** ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალური ქსელებში (Facebook Reels, Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts)განსათავსებელი ვიდეოკონტენტის კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი მასალის მომზადება, ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** თემატიკების, სცენარების და ტრენდული ფორმატების მოძიება/შემუშავება და ადაპტირება ბრენდის სტრატეგიასთან;
** ვიდეოს გადაღება, მონტაჟი და ატვირთვა შესაბამის პლატფორმებზე;
** ვიზუალური სტილის, ტონის და ბრენდინგის დაცვა კონტენტის შექმნისას;
** შედეგების ანალიზი (reach, engagement, CTR და ა.შ.) და მათზე დაყრდნობით კონტენტის განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა/შემუშავება;
** ხელმძღვანელისთვის შესრულებული მუშაობის მოკლე ანგარიშის/პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება ხელმძღვანელობისათვის, რეგულარულ რეჟიმში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
სავალდებულო მოთხოვნები:
** სოციალური მედიისთვის მოკლე ვიდეოების შექმნის გამოცდილება - შესაძლებელია პირადი ან პროფესიული გვერდისთვის, პროექტის ფარგლებში ან კომერციულად;
** ვიდეოს გადაღების და მონტაჟისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარი (CapCut, VN, InShot, Premiere ან მსგავს პროგრამაში);
** Copywriting-ის პრინციპების ცოდნა და უნარი;
** სოციალური მედიის ტენდენციების და პლატფორმების (TikTok, Facebook/Instagram Reels, Shorts) საფუძვლიანი ცოდნა;
სასურველია:
** სოციალური მედიისთვის მომზადებულ ვიდეოკამპანიებზე მუშაობის გამოცდილება;
** სცენარების შედგენის ან ხმის ტექსტის (voice-over) შექმნის გამოცდილება;
** Canva/Figma ან სხვა გრაფიკული ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
** კვალიფიკაცია (სასწავლო კურსი ან განათლება) ციფრულ მარკეტინგში, ვიდეომონტაჟში ან სოციალური მედიის მენეჯმენტის მიმართულებით.
კანდიდატისგან ველით:
** სწრაფი ადაპტაციის და თვითგანვითარების სურვილს;
** ახალი იდეების/ინიციატივების შემოთავაზებას, რომელიც მოემსახურება მედია აკადემიის სოციალურ ქსელებში მედია აკადემიის გვერდების განვითარებას;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარს;
** ორგანიზებულობასა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საქმისადმი.
განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს:
** CV ;
** პორტფოლიო ან კანდიდატის მიერ მომზადებული 1-3 ვიდეონიმუშის ბმული (მაგ. TikTok ან Reels ბმულები, Google Drive ფაილები);
** მოკლე სამოტივაციო ტექსტი: რატომ გსურს მედია აკადემიაში აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება?
გთხოვთ ზემოაღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Contact@mediaacademy.ge.
|
|
|
|