Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=649534&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ქარ რენთი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი რაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ რომ შეგიძლია:

** სერვის ცენტრებთან კომუნიკაცია, დოკუმენტების კონტროლი;
** ავტომობილების წინასწარ რიგში ჩაწერა;
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილების მიყვანა სერვის ცენტრში;
** ავტომობილების მომზადება სეზონის მიხედვით;
** ავტოპარკში არსებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების კონტროლი;
** გეგმური სერვისების ჩატარება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პარკირების ვადების კონტროლი;
** პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადების კონტროლი;
** ავტომობილების მოძიება შეძენა/გაყიდვა;
** რეპორტინგი.

თუ ჩვენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ბაკალავრის ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ავტომობილის აგებულების საბაზისო ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=956

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია