დასახელება:
POS ტერმინალების ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
შპს "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- საბანკო მოწყობილობების მიმართულებით - POS ტერმინალების ტექნიკოსი (EFPOS).
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის - "Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია;
** მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური თუ სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება;
** კლიენტების კონსულტაცია POS-სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ;
** საბანკო ტექნოლოგიური სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, (უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს);
** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
** სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
** საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1400-2000₾;
** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/O5bd26Ae
|
|
|
|