Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
თანდართული ფაილი: 649432_05_25_Tender_8944782.zip
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

** ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა: ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** განათლება: დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ში ინდექსირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს.
** კლინიკური გამოცდილება (მხოლოდ თერაპიული სტომატოლოგიის ვაკანსიისთვის) არანაკლებ ხუთწლიანი კლინიკური გამოცდილება;
** ინგლისურ ენებზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

კონკურსანტებმა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/en/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** ცნობა 5 წლიანი კლინიკური საქმიანობის შესახებ (ვრცელდება მხოლოდ თერაპიული სტომატოლოგიის ვაკანსიაზე)
გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
** ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). თერაპიული სტომატოლოგიის ვაკანსიაზე აუცილებელია ინგლისურ ენაზე სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ან ინგლისურ ენაზე დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, დადასტურებული დოკუმენტით;
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);
** საგნის სილაბუს (ებ)ი;
** სხვა ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე კანდიდატურის წარმოჩენისთვის.

დადგინდეს შემდეგი ვადები და საკონკურსო პროცედურები:

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;
** კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2025 წლის 13 და 14 აგვისტოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე: academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 18 აგვისტოს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2025 წლის 20 აგვისტო.

კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდეს 2025 წლის 22 აგვისტო საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: https://www.ug.edu.ge.

საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, https://www.ug.edu.ge და https://www.jobs.ge-ზე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე