Робота для біженців з України
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმი"-ის გუნდში ვეძებთ მითერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სადგურის მედანი #2

მითერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მაღაზიაში მოსული მომხმარებლის თბილად დახვედრა და მისალმება;
** გარკვევა, რისთვის მოვიდა - პროდუქტი, განვადება, სერვისი თუ სხვა;
** სწორ კონსულტანტთან ან ზონაში გადამისამართება;
** ზოგადი ინფორმაციის მიწოდება - რა აქციებია, სად რა მდებარეობს და ა.შ.
** მომხმარებლის კარგ განწყობაზე ზრუნვა

ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მითერს, რომელსაც:

** უყვარს კომუნიკაცია, არის პოზიტიური და ორგანიზებული;
** საუბარი და ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებს;
** ქართულად კარგად მეტყველებს, უცხო ენის ცოდნა -ჩაითვლება უპირატესად;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მითერი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე