დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ნიუ დენტი
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
საქართველოში ყველაზე დიდი სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი ნიუ დენტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში მდებარე ფილიალებში (ვერა, საბურთალო, სანზონა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების ვიზიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და პაციენტის რეგისტრაცია;
** პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კლინიკაში არსებულ სერვისებთან, ფასებთან და ექიმებთან დაკავშირებით;
** კლინიკაში დადგენილი წესით ფორმა 100-ის შევსება
** ანგარიშსწორებაში პაციენტისათვის დახმარების გაწევა, ინვოისის გამოწერა და სხვა მსგავსი საკითხების მოგვარება;
** ექიმებისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება
** პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება. გამავალი ზარების განხორციელება.
** კლინიკაში შემოსული ზარის დროული პასუხი. შესაბამისი ინფორმაციის გაცემა და კითხვებზე პასუხი. პაციენტის ჩაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.
ენები:
** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური (სასურველია);
** რუსული (სასურველია)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 20:00-მდე
ანაზღაურება: 50 ლარი დღეში
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილებზე: mariamkudava1@gmail.com | teagzirishvili20@gmail.com
სათაურში "ადმინისტრატორი"-ის მითითებით.
|
|
|
|