დასახელება:
პრისეილერი
|
მომწოდებელი:
მეფუტკრე
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
შპს "მეფუტკრე" უკვე 13 წელია, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საწარმოო და სადისტრიბუციო ბაზარზე. შპს " მეფუტკრე" ორიენტირებულია მომხმარებელზე, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებასა და დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
დამატებითი უნარები:
** კარგი კომუნიკაციური უნარები
** მათემატიკური უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციის უნარი
** მიზანდასახული
** ენერგიული
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** დარწმუნების უნარი
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
** მართვის მოწმობა ბ კატეგორია
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@meputkre.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|