დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
გამოქვეყნდა: 11 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
კლინიკა "მედ-დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კლინიკას გააჩნია ლაბორატორიული და ამბულატორიული სერვისები
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება და განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
რას გთავაზობთ კომპანია:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|